“ოცნების” დეპუტატები პარლამენტში დღესაც სპეცრაზმის ძალების დახმარებით შედიან

“ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის შენობაში დღესაც საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა.

მანამდე მათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვანეს პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე სკვერიდან. აქციის მონაწილეები ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე გაჩერდნენ.

თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

ცნობისთვის, “ოცნება” რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიგამჭვირვალობის კანონმდებლობა სჭირდება საქართველოსაც – თალაკვაძე
შემდეგი სტატიამეგობრების წინააღმდეგ სანქციებს არ იყენებენ – თალაკვაძე