გამჭვირვალობის კანონმდებლობა სჭირდება საქართველოსაც – თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ მონაწილეობს, რეალურად, მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში.

“დღეს მსოფლიოში დემოკრატიული სისტემები სულ უფრო მეტად ხდება გარე ჩარევის და ზეგავლენის სამიზნე. ამ სფეროში კანონმდებლობა აქვს ევროკავშირის 15 სხვადასხვა წევრს სახელმწიფოს და ევროკავშირმა გამოსცა სპეციალური რეკომენდაცია, სადაც მოუწოდა დანარჩენ ქვეყნებსაც, რომ შეიმუშაონ გამჭვირვალობის რეესტრები და შეიმუშაონ სპეციალური კანონმდებლობა. რასაკვირველია, საქართველოსთვის ეს საფრთხეები არის ერთი ორად მაღალი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის კანონმდებლობა სჭირდება საქართველოსაც. მხოლოდ ინფორმირებული მოქალაქეები, ვისაც აქვს ინფორმაცია თუ ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში და ვინ მონაწილეობს იმ მთავარი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. მხოლოდ ამის ცოდნით და ამ ინფორმაციით ვინ არიან ეს აქტორები, ვინ აფინანსებს მათ, მიიღება დემოკრატიაში ინფორმირებული გადაწყვეტილებები,” – ამბობს თალაკვაძე.

“ქართული ოცნება” რუსული კანონის მესამე მოსმენით დასამტკიცებლად ემზადება. მასშტაბური პროტესტების ფონზე სახელისუფლებო გუნდი უკან მაინც არ იხევს. პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს – ბოტკოველი ივანიშილზე
შემდეგი სტატია“ოცნების” დეპუტატები პარლამენტში დღესაც სპეცრაზმის ძალების დახმარებით შედიან