თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში ფილმის “ხმა ამოიღეთ“ ჩვენება გაიმართა

თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გენდერული საბჭოს ეგიდით ფილმის “ხმა ამოიღეთ“ ჩვენება გაიმართა.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრო.

“ხმა ამოიღეთ“ არის დოკუმენტური ფილმი ქალთა მიმართ ძალადობაზე და ის რეალურ ამბებსა და თავგადასავლებზე მოგვითხრობს. ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ – ფარგლებშია გადაღებული.

16-დღიანი კამპანია 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. ამ დღეების აღსანიშნავად დაიწყო კამპანია “ნარინჯისფერი კვირეული“, ამ პერიოდში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში ნარინჯისფერი დომინირებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სახოკია – MICS – ის კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას დაეხმარება კონკრეტულ დადგენილ მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები“
შემდეგი სტატიადღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა