დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა

დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ მედიასთან განაცხადა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას ნორმალურ პოლიტიკურ ფორმატში დაბრუნება, ისინი მაინც აგრძელებნდნენ დესტრუქციულ ქმედებებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაბრუნებულიყვნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებდა დღემდე დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენ ვფიქრობთ ასევე იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციითა და პიკეტოლოგიით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რამე შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ, ამ შეხვედრისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის, მოისმინოს ოპოზიციის წინადადებები და არგუმენტები საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით.

„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადები აქვს, რა არგუმენტები აქვს. გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე ამ დღეებში საუბარი. ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება კონკრეტული არგუმენტების განხილვა. როგორც გითხარით, ოპოზიციის ნაწილი დღემდე აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენ მზად ვართ, მათ მივცეთ ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ საერთაშორისო პარტნირების რჩევას და მზად ვართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, მომავალში გამოჩნდება, რა ფორმატში იქნება შესაძლებელი საუბრის გაგარძელება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მოგვიწევს, 2020 წლის არჩევნებისთვის მოვემზადოთ და ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დაგეგმა შეხვედრა, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშითერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში ფილმის “ხმა ამოიღეთ“ ჩვენება გაიმართა
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ აიღო თავის თავზე პოლიტიკური და მორალური ვალდებულება