კახა მიქაია: ქუმსიკ, გენაცვალე, რა მაგარი ხარ, სად “დაასტუკე” ცუკერა და მისი აგენტურა?!

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
,,ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს მოლოდინებს, უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში? პასუხი არის ძალიან მარტივი: მოდით, ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის Facebook-ის გვერდზე და, შესაბამისად, პასუხსაც ვნახავთ. მე არა მგონია, რომ ჩვენ სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა ”
მდააა, ძლივს არ გავიგეთ ,,სიმართლე,” ცუკერას აგენტებო, შეეშვით მშობლიურ ლარს, თავი ხომ არ მოგბეზრებიათ, ქუმსიკამ წაგიჭირათ დანაშაულზე, თქვე არამზადებო, ახლა გიჩივლებთ და დამთავრდება თქვენი გულავი!
კაცო, არ მიკვირდა, Facebook-ზე შესვლა და….
გამოსვლამდე ლარი რომ რყევას იწყებდა, თურმე, რაში ყოფილა საქმე…
როგორც იტყვიან, ,,კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ” თქვე Facebookმავნებლებო!
ქუმსიკ, გენაცვალე, რა მაგარი ხარ, სად დაასტუკე ცუკერა და მისი აგენტურა?!
ნამდვილი საერთაშორისო სკანდალია,
ყოჩაღ, ქუმსიკ!
გეხუტუნე ბღუჯა-ბღუჯა,
შენ ეს დაიმსახურე!
P.S. … ისა და ლარი!
ჩემი ძმა!
ბოლო-ბოლო, შენც არ გაახურე?!
ცუკერას აგენტების ნაბოდვარზე სად გარბიხარ, შეჩემა?!
ან რა ბოზი ქალივით მერყეობ!
დაატიე ერთი ადგილი, ტო!!!
ნუ ამართლებ რა ამ ჩათლახების მოლოდინს!!!

 

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიიემენმა საუდის არაბეთს ბალისტიკური რაკეტა ესროლა
შემდეგი სტატიათერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს