“თერჯოლამედში” ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

თერჯოლის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის, დავით სარიშვილის, თქმით, ერთერთი გარდაცვლილი, 71 წლის კაცი, თერჯოლის მკვიდრი იყო, ის კლინიკაში 14 ნოემბერს თანმდევი დაავადებებით შეიყვანეს.

მეორე გარდაცვლილი 72 წლის ქალია ტყიბულიდან. პაციენტი კლინიკაში 13 ოქტომბერიდან მკურნალობდა.

“თერჯოლამედში” ამ დროისთვის 100 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 30 ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პროკურატურის საქმიანობა პოზიტიურად შეფასდა
შემდეგი სტატია“რა გვირჩევნია გვქონდეს, გახსნილი რესტორნები და დაკეტილი სკოლები?!“ – ხათუნა ზახაშვილი