თენგიზ ცერცავაძე: მანქანების მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, მხარს არ ვუჭერ

მხარს არ ვუჭერ იმას, რომ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა გახანგრძლივდეს, რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„მე საერთოდ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ, მაგრამ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ გახანგრძლივდეს, ამას არ ვუჭერ მხარს. რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმეზე სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც, იგივე ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაზე, ან სხვა აუცილებელ ღონისძიებებზე და ამ ყველაფრის სპეციალური საშვებით, საბუთებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით კეთება ძნელია. ამიტომ, ვფიქრობ, ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ მანქანების მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. იმ პირობით, რომ როგორ გითხრათ, ცოტა ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ანუ, სისხლში გაგვიჯდა. დარწმუნებული ვარ, მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს მაინც გააგრძელებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: რა გვაჩვენა მიმდინარე პანდემიის თანმხლებმა ამბებმა და მოვლენებმა…
შემდეგი სტატიახელისუფლებამ მოსახლეობის პროტესტი გაითვალისწინა?!-მკვეთრად შეცვლილი პოზიცია