ხელისუფლებამ მოსახლეობის პროტესტი გაითვალისწინა?!-მკვეთრად შეცვლილი პოზიცია

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე, ამ მომენტისთვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევებზე არ ვრცელდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, აღნიშნულ დარღვევებზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილი პასუხისმგებლობა, თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე.

„მეგობრებო, დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფი განზრახ ან შეუგნებლად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ამით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს არაპროპორციულად გავუმკაცრეთ პასუხისმგებლობა ჩვენ მოქალაქეებს არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ეს არის ტყუილი. რეალურად – საქართველოს პრეზიდენტის მოქმედი დეკრეტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით! იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ასევე იურიდიული პირის პასუხისმგებლობას!

ეს ნორმა მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და რჩება ძალაში! მეტად არც გამკაცრდება არსებული მდგომარეობის ფარგლებში.

ნორმები, რაც დღეს მივიღეთ, აწესრიგებენ სამომავლო ურთიერთობებს და სასჯელის ნაწილშიც სრულად პროპორციულია, ამ საკითხებზე კი მეტ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით“,- წერს „ფეისბუქზე“ ანრი ოხანაშვილი.

 

 

მამუკა მდინარაძე: საგანგებო ან საომარი მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

 

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცავაძე: მანქანების მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, მხარს არ ვუჭერ
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ერთ-ორ კვირაში სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი გამოვიყენოთ