თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის წინააღმდეგ – სასამართლოში სარჩელის განხილვა გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ვახტანგ გომელაურის უწყებას თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ. აღნიშნული უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 2017 წელს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა თემირლან მაჩალიკაშვილი დამნაშავედ გამოაცხადა, ბრალდებას ოჯახი არ ეთანხმება.

მოსარჩელეების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავს.

„აღნიშნული სარჩელის მიზანი არის, შესაბამის პრესკონფერენციებზე გაჟღერებული ინფორმაციის ფარგლებში, უდანაშაულობის პრეზუმფციის დადგენა და შესაბამისი მორალური ზიანის ანაზღაურება. გააგრძელებს მოსარჩელე მხარე ახსნა-განმარტებას, შემდეგ მოვისმენთ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებას და შესაბამის სტადიებს, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით. იმედი გვაქვს, რომ საქმის არსებითი განხილვა დღეს დამთავრდება, თუმცა, გადაწყვეტილება როდის გამოცხადდება, სამწუხაროდ სასამართლოზეა დამოკიდებული”, – განაცხადა EMC-ს წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაბესელიასთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა, რაც შიდა სამზარეულოა- კობახიძე