ბესელიასთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა, რაც შიდა სამზარეულოა- კობახიძე

ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზება იყო არა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორების მცდელობა, არამედ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა ეკა ბესელიას ზაფხულში ვიცე-სპიკერის თანამდებობა იურიდიული კომიტეტიდან ჩამოსაშორებლად, კობახიძემ ასე უპასუხა: ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, ეს ასეც იყო, ამ საფუძვლით იყო გაკეთებული ეს შეთავაზება, რაც უკავშირდებოდა ვიცე-სპიკერის პოზიციის დაკავებას, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მცდელობა კი არ იყო, გადაწყვეტილება იყო ამასთან დაკავშირებით მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი და ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ამიტომ ვერიდებით ამაზე საუბარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვუფრთხილდებით გუნდურობას და ამ პრინციპით ვმოქმედებთ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს ბესელიას გაკეთებული განცხადება არასწორი ინტერპრეტაციაა.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის წინააღმდეგ – სასამართლოში სარჩელის განხილვა გრძელდება
შემდეგი სტატიაალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი სუს-ში უფროსის მოადგილედ გადადის?