თელავში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მძღოლების ერთმა ნაწილმა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დგომის უფლების აკრძალვა გააპროტესტა.

 

მძღოლები ამბობენ, რომ მათი ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყარო ყოველდღიური მუშაობაა.
ტაქსის მძღოლების პროტესტს “ნაციონალური მოძრაობა” შეუერთდა.
აქციის მონაწილეების პრეტენზიებს თელავის მერი გამოეხმაურა.
პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ქალაქში საკვანძო გზაჯვარედინები შუქნიშნებით მოწესრიგდა, რამაც გარკვეული შეზღუდვები გამოიწვია.
მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სადგომი და პარკინგი მოეწყო, სადაც მძღოლებს გაჩერების საშუალება აქვთ.
banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” ზღვისპირა პლაჟების განკარგვის საკითხს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება