“თავისუფალი დემოკრატები” ზღვისპირა პლაჟების განკარგვის საკითხს გამოეხმაურა

ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალ დემოკრატი“ ჯაბა ბერიძე ზღვისპირა პლაჟების განკარგვის საკითხს გამოეხმაურა.

 

ჯაბა ბერიძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ზღვისპირა პლაჟების სექტორები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა უკანონოა, რადგან სხდომაზე მომხრეთა მხოლოდ 11 წევრის ხმა დაფიქსირდა.
ბრალდებებს უარყოფს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ლევან კინწურაშვილის თქმით, ყველა საკითხს სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაცია აქვს. ამ შემთხვევაში კი საჭირო იყო დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა.
banner
წინა სტატიაშითბილისის ოპერის ფარდა კომპანია „გერიეცის” ოფიციალურ ვებგვერდზე
შემდეგი სტატიათელავში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს