ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება.
ხვალ, საკონსტიტუციო ინიციატივას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია თელავში წარადგენს.
დაგეგმილია განხილვები – რუსთავში (28 მარტი), ზუგდიდში (31 მარტი), ბათუმში (2 აპრილი), ოზურგეთში (2 აპრილი), ახალციხეში (5 აპრილი), თბილისში (6 აპრილი), გორში (6 აპრილი), ყაზბეგში (7 აპრილი), მესტიაში (8-9 აპრილი), ამბროლაურში (14 აპრილი) და ქუთაისში (15 აპრილი).
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

banner
წინა სტატიაშითელავში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატია,,არ გამოვრიცხავ საპარლამენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა”