თელავის სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდას თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივად სოფელში ოჯახებს შორის წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს ჩაბარდა

banner
წინა სტატიაში,,განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა ხარვეზს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა”
შემდეგი სტატია,,შსს-ს წარმომადგენლებს იმ პირთა წრე დავუსახელე, რომლებიც შესაძლოა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ორგანიზატორები იყვნენ”