,,განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა ხარვეზს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა”

დარწმუნებული ვარ, განათლების სფეროში დაწყებული რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა იმ მანკიერებასა თუ ხარვეზს, რაც სისტემაში წლების განმავლობაში დაგროვდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლაში მოსაწესრიგებელია ყველაფერი – სკოლისა და მშობლის ურთიერთობიდან დაწყებული, სახელმძღვანელოებითა და სასწავლო პროგრამებით დამთავრებული.

„როგორც მშობელს, მიხარია განათლებაში დაწყებული რეფორმები. ჩვენ – საზოგადოება, პოლიტიკოსები, განათლების სპეციალისტები თუ ექსპერტები ხომ წლებია, ვამბობთ, რომ სისტემა მისახედია. ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ განათლებული საზოგადოება ქვეყნის განვითარების საწინდარია​. ბავშვებისთვის მოსაწესრიგებელია ყველაფერი – სკოლის და მშობლის ურთიერთობიდან დაწყებული, სახელმძღვანელოებით და სასწავლო პროგრამებით დამთავრებული.

დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა იმ მანკიერებასა თუ ხარვეზს, რაც წლებია დაგროვდა სისტემაში.

ადამიანს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული სწავლის უფლება და არა ვალდებულება. მისი თავისუფალი არჩევანია, სად წავა სკოლის დასრულების შემდეგ, რას ისწავლის ან რა საქმიანობას მოჰკიდებს ხელს. ასე რომ მხარდაჭერა დიდ ცვლილებებს განათლებაში და წარმატებები გუნდს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში,,გამოძიება უნდა მივიდეს დანაშაულის ორგანიზატორთან, ანუ სათავესთან”
შემდეგი სტატიათელავის სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა მოხდა