თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები გომბორის გადასახვევთან არიან შეკრებილი. ისინი აქციას მართავენ და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამს აპროტესტებენ.

აქციაზე ძირითადად მევენახეები იმყოფებიან. მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.

banner
წინა სტატიაშიყველაზე აქტიური დეპუტატები პარლამენტში – “გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი: „პირდაპირ ეთერში მოვისმინე გერმანიის ელჩის კომენტარი, ელჩებთან კომუნიკაცია მუდმივად მიმდინარეობდა“