მაია ცქიტიშვილი: „პირდაპირ ეთერში მოვისმინე გერმანიის ელჩის კომენტარი, ელჩებთან კომუნიკაცია მუდმივად მიმდინარეობდა“

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი გიორგი გახარიას გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა. მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ იმ ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი და ასევე მუდმივ კონტაქტზე იყვნენ სხვა ელჩებიც. მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შტურმისკენ აქეზებდნენ, ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებას არასწორი წარმოადგენა შეუქმნან, თითქოს პოლიცია არალეგიტიმურად მოქმედებდა. მისი თქმით, ეს ყოველივე არ შეესაბამება რეალობას.

„ელჩებთან დაკავშირებითაც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მუდმივად მიმდინარეობდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომუნიკაცია- ელჩებთანაც, სხვადასხვა ორგანიზაციებთანაც. მათ შორის მე პირადად მახსოვს, რომ პირდაპირ ეთერში მოვისმინე გერმანიის ელჩის კომენტარი. ელჩებთან კონსულტაციები, მუდმივი ინფორმაციის მიწოდება, როგორც 20-ში, ასევე, შემდგომაც, მიმდინარეობს.

ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში გვაქვს 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით, ან ბატონი გიორგის ინტერვიუსთან დაკავშირებით? რომელიც ძალიან გუშინ მნიშვნელოვანი აქცენტებით იყო გაჯერებული. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს არის დღეს, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ თითქოს ბატონი გიორგი გუშინ ცრუ ინფორმაციას გვაძლევდა. მთელი დღის განმავლობაში მესმის კომენტარები იყო თუ არ იყო ელჩი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ რეალურად 20 ივნისის ღამეს პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მინისტრმა მთელი ამ სისტემის ხელმძღვანელობის სახით, შეძლეს იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება რომელიც მათ პირველ რიგში აკისრიათ. შეძლეს კანონის დაცვა, ინსტიტუციის დაცვა. ადამიანები, რომლებიც უბიძგებდნენ იქ შეკრებილ ჯერ მშვიდობიან მონაწილეებს და შემდგომ უკვე ორგანიზებულ ჯგუფებს, რომ შტურმი მიეტანათ პარლამენტზე, მოეხდინათ პრაქტიკულად გადატრიალება, ეს ადამიანები ცდილობენ მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ საზოგადოებას მისცენ და შეუქმნან ის განცდა, თითქოს იქ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, თითქოს პოლიცია მოქმედებდა არალეგიტიმურად, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას”- განცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიახვალ სვეტიცხოველში პატრიარქი ლიტურგიას აღავლენს