თედო კობახიძე ადვოკატ კობა კობახიძეს არასერიოზულ ადამიანს უწოდებს

სკანდალი მანანა კობახიძის ძმის ირგვლივ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მილიონიან შეთანხმებაზე საუბრო

თბილისის საკრებულოს წევრი და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა, თედო კობახიძე ადვოკატ კობა კობახიძეს არასერიოზულ ადამიანს უწოდებს და ამბობს, რომ გუშინ მან შოუ მოაწყო.

როგორც თედო კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს სურვილი, ამ შოუსა და ცირკის მონაწილე გახდეს.

„მე ვიყავი ანასტასია ზაუტაშვილის შვილის ადვოკატი. როდესაც ზაუტაშვილის დედამ მთხოვა, რომელი ადვოკატს გავუწევდი რეკომენდაციას, ვუთხარი კობა კობახიძე. მე ვაღიარებ, რომ ეს იყო შეცდომა ჩემი მხრიდან“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების თემაზე არავისთან კონტაქტი არ ქონია.

„შეწყალების კომისიას ყავს ხელმძღვანელი და შეგიძლიათ ნებისმიერ პირს კითხოთ, რაიმე კონტაქტი თუ მქონდა, სატელეფონო ან სხვა სახის კომუნიკაცია. ზაუტაშვილის ოჯახისთვის ჩემს ოჯახს დასაბრუნებელი თანხა არ ქონია, ამიტომ ვერაფერს ვერ დავაბრუნებდი. როგორც ჩანს, კობახიძეები ვიღაცას ხელს უშლიან, ვის არ ვიცი, იმედია, რომ მმართველ გუნდში არა“,-აღნიშნა თედო კობახიძემ.

იურისტმა კობა კობახიძემ გადაცემა “არჩევანში” გუშინ ისაუბრა, როგორ გახდა ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი თედო და მანანა კობახიძის შუამდგომლობით, რომელთა მითითებითაც მან ანასტასია ზაუტაშვილსა და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებს თითოს 75 ათასი ევრო მოსთხოვა.

„თედო კობახიძემ მითხრა, რომ უნდა მომეთხოვა 75 ათასი ევრო თითოეულისგან, ანუ 5 ადამიანისგან. პარალელურად კი მოითხოვდა ამ პირების შეწყალებას. მე მომეჩვენა, რომ ეს არარეალური თანხა იყო, მაგრამ თედოს ვინ ეკითხება, მას მანანათი სცემენ პატივს,“ – განაცხადა კობა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა კობა გვენეტაძის კანდიდატურას
შემდეგი სტატია“ყველაფერი იცვლება ქვეყანაში და მინისტრი, პარლამენტი და ვიღაცა უცვლელი ვერ იქნება”