“ყველაფერი იცვლება ქვეყანაში და მინისტრი, პარლამენტი და ვიღაცა უცვლელი ვერ იქნება”

მთავრობის წევრები მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია.
მათივე თქმით, ყველაფერი, პოლიტიკოსების ჩათვლით, ცვალებადია.

“არანაირი ინფორმაცია ცვლილებებზე არ მაქვს. არ მგონია, ამ შემთხვევაში რამე იგეგმებოდეს. ზოგადად, ცვლილებებს რაც შეეხება, ერთადერთი რაც არის უცვლელი, არის ის, რომ ყველაფერი არის ცვალებადი. დანარჩენი ყველაფერი იცვლება ქვეყანაში და მინისტრი, პარლამენტი და ვიღაცა უცვლელი ვერ იქნება”, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
იგივე პოზიცია აქვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილსაც.

“მე არ ვიცი რა წყაროს ეყრდნობიან ის მედიასაშუელებები, რომლებმაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს. ზოგადად ცვლილებები არის ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ამბავი. ყველაფერი ცვალებადია, თუმცა მე კონკრეტულად ინფორმირებული არ ვარ ამ საკითხზე”, – განაცხადა აგულაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში გაზაფხულზე ცვლილებები იგეგმება.

banner
წინა სტატიაშითედო კობახიძე ადვოკატ კობა კობახიძეს არასერიოზულ ადამიანს უწოდებს
შემდეგი სტატია“სანამ არაფორმალური მმართველობა არ დასრულდება, პერსონების ცვლილებას მნიშვნელობა არ ექნება”