პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა კობა გვენეტაძის კანდიდატურას

news
ავტ.: news თებერვალი 24, 2016 14:34

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა კობა გვენეტაძის კანდიდატურას

დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის კანდიდატურას, ჯერ უცნობია.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და შესაბამისად ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.

ბესელიას ინფორმაციით, ახლო მომავალში უმრავლესობის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ, სადაც გვენეტაძის კანდიდატურასაც განიხილავენ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, დაუჭირონ თუ არა მას მხარი.

კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძე უნდა შეცვალოს. გიორგი გადაქიძის ბანკის პრეზიდენტობისა და საბჭოს წევრობის ვადა 25 თებერვალს ეწურება.

news
ავტ.: news თებერვალი 24, 2016 14:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics