თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ – სერგეენკო

თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს და შესაძლებელია, გრიპით ავადობის მაჩვენებლის ზრდა თებერვალში არ დაფიქსირდეს.

„გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლოვობით ხასიათდება. დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული. ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი რაოდენობით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს, თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია”,- აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველოს” კრიტერიუმები: “თუ სტრასბურგს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რომელიმე მოსამართლეს, ის ვერ უნდა გახდეს უზენაესის მოსამართლე”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია-ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, რადგან პროცესი ისედაც დაძაბულია