თეა წულუკიანი:ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს​სამართლებრივად საქართვლოს მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს, ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა.

“ჩვენი მხრიდან ყველაფერია სამართლებრივად გაკეთებული, რათა ​უკრაინის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეთ დოკუმენტაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურადაც. პროცედურები დავიცავით და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინული სასამართლო, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. თავად საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე რამდენად აწყობს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოხდეს სააკაშვილის ექსტრადირება, წულუკიანმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად სააკაშვილი არც მის თანაგუნდელებს, არც ყოფილ თანაგუნდელებსა და მით უმეტეს არც “ქართულ ოცნებას” აღარ აინტერესებს.

“პოლიტიკოსი სააკაშვილი არის წარსული, დღეს ის, ვისაც აინტერესებს სააკაშვილი, არის საქართველოს პროკურატურა, რადგან მას ოთხ მნიშვნელოვან საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი ოქმს საზღვრის დარღვევის შესახებ
შემდეგი სტატიაგაერო მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას აკვირდება