მიხეილ სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი ოქმს საზღვრის დარღვევის შესახებ

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს საქართველოს ექს–პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ოქმი ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ მის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადალახვის დროს. როგორც უკრაინული გამოცემა “Гордон” აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა ოქმს არ მოაწერა ხელი. იგი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი უკანონოდ არის შედგენილი. გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილმა ოქმის მხოლოდ იმ ნაწილს მოაწერა ხელი, სადაც საუბარია მის უფლებებზე.
სააკაშვილის ადვოკატის მარკიან გალაბალას განცხადებით, მას აქვს ოქმის მიმართ რამდენიმე პრეტენზია. ასე მაგალითად, დოკუმენტი შედგენილია კანონით გათვალისწინებული სამი საათის ნაცვლად მომხდარიდან 2 დღის შემდეგ. გარდა ამისა, ოქმის შედგენას არ ესწრებოდა თავად “დამნაშავე”.
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები დღეს მივიდნენ ლვოვის სასტუმრო “ლეოპოლისში”, სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული.

banner
წინა სტატიაშიგურიასა და სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი:ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას