გაერო მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას აკვირდება

გაერო საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას აკვირდება. როგორც უკრაინული სააგენტო „უნიანი“ იუწყება, ამის შესახებ განცხადება კიევში ვიზიტად მყოფმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მისიის თავმჯდომარემ ფიონა ფრეიზერმა გააკეთა.

„რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ჩვენ როგორც გაეროს სისტემის შემადგენელი ნაწილი, ვიცნობთ ამ საქმეს და გაერო-ს სხვა სააგენტოები აღნიშნულ საქმეს დეტალურად აკვირდებიან“ – განაცხადა ჟურნალისტის კთხვის საპასუხოდ ფრეიზერმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი:ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიალაგოდეხში, 10 დღის განმავლობაში ორი მსუბუქი ავტომობილი მოიპარეს