თეა წულუკიანი: არა, ბატონებო, ვერ შვებით ამ რევოლუციას, რევოლუცია ამ ქვეყანაში არ იქნება

არა, ბატონებო, ვერ შვებით ამ რევოლუციას, რევოლუცია ამ ქვეყანაში არ იქნება, ის 928 000 ადამიანი არის საზოგადოება ასევე და მოდით, ნუ ილაპარაკებთ მთელი საზოგადოების სახელით, – ასე მიმართა ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბე – დღის თემის“ ეთერში სტუმრობისას.

„ნაციონალებს“ ჩემთვის პირადად არასდროს არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ მე ვარ მათ წინააღმდეგ პოლიტიკაში და სწორედ მათნაირებს მოშორებას ვცდილობ, როგორც ერთი ადამიანი, ჩემ გუნდთან ერთად პოლიტიკიდან, რომ სხვები შემოვიდნენ, თორემ ის განცდა, რომ მე​ მუდმივად არ უნდა ვიყო და ერთი პოლიტიკური ძალა მუდმივად არ უნდა იყოს, ეს ჩვენ ყველას გვაქვს. ამიტომ, შემოვიტანეთ ის მოდელი, რომელიც დღეს არის. დაე, ვინც ხმები მიიღეთ, მობრძანდით პარლამენტში. თუ არ მობრძანდებით, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა და ვერავითარ შემთხვევაში შანტაჟის ენას ვერ ექნება საუბარი“, – აცხადებს წულუკიანი.

თეა წულუკიანის თქმით, არჩევნებზე გაყალბება არ მომხდარა, იყო ტექნიკური ხარვეზები.

„აგერ, სოზარ სუბარს 200 ხმას პარავდა ხაბეიშვილი, დაიბრუნა ეს ხმები, სადღაც პატრიოტთა ალიანსს 30 ხმა აკლდა, დაემატა ეს ხმები. ეს არის ჯანსაღი პროცესი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ჩვენც გვეგონა, რომ მეტი ხმა გვაქვს და სადაც არ დაგვიდასტურდა, შევეგუეთ
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე – დიდი ძმა გვისმენს, ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას ექნება ინფორმაცია