თეა წულუკიანი: ჩვენც გვეგონა, რომ მეტი ხმა გვაქვს და სადაც არ დაგვიდასტურდა, შევეგუეთ

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური თეა წულუკიანის გადადგომას არ ადასტურებს

ჩვენც გვეგონა, რომ მეტი ხმა გვაქვს და სადაც არ დაგვიდასტურდა, შევეგუეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბე – დღის თემის“ ეთერში განაცხადა.

„2010 წელს შევუერთდი სრულიად უპერსპექტივო, მიკრო პარტიას. მაშინ ჯერ ბიძინა ივანიშვილი არ იყო გამოსული პოლიტიკურ სცენაზე. ჩვენ გვყავდა არა 5, 10 ან 20, არამედ ერთადერთი დეპუტატი პარლამენტში და მინდა, გითხრათ, რომ მაშინ მე ახლად ჩართული, გამოჩეკილი პოლიტიკაში ადამიანი, ამას აღვიქვამდი, როგორც ძალიან დიდ შესაძლებლობას. ეს პასუხისმგებლობების თემაა. ახლა გვესმის, რომ თურმე 56 000 ხმა და ახალგაზრდები, ძირითადად რომლებმაც „გირჩს“ ხმა მისცეს, არცთუ ისე ბევრია. რომ ვეკითხებით, რამდენი გაქვს მაშინ ხმა, ესეც არ იციან. საერთოდ, ჩემს წინამორბედ სპიკერ იაგო ხვიჩიას და სხვებსაც ვეუბნები, ჩვენც გვეგონა, რომ მეტი ხმა გვაქვს, მაგრამ ეს მეტი ხმა დაგვიდასტურდა ზემო სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში. დაგვიდასტურდა ბატონ მოწერელიასთან, დაგვიდასტურდა ბარტონ მეშველიანთან ბოლნისში. სხვაგან არ დავვიდასტურდა. რაც არ დაგვიდასტურდა, შევეგუეთ ამას. ამას ვაშენებდით ამდენი წელი და თუ თქვენ ამას ვერ ეგუებით, ეს იქნება ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა და არჩევანისთვის საზიანო, რა თქმა უნდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ვერც ერთ პარტიას ვერ ვერტყვით, რომ ოღონდ შემოდი პარლამენტში და ამიტომ, საკუთარ თავს ხმებს წავართმევთ, ეს ვერ მოხდება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: არა, ბატონებო, ვერ შვებით ამ რევოლუციას, რევოლუცია ამ ქვეყანაში არ იქნება