სალომე სამადაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე – დიდი ძმა გვისმენს, ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას ექნება ინფორმაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ მისი ხმა ისმის.

„დიდი ძმა გვისმენს-ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო ‘კგბშნიკ’ დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“.

ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გაავრცელა ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: არა, ბატონებო, ვერ შვებით ამ რევოლუციას, რევოლუცია ამ ქვეყანაში არ იქნება
შემდეგი სტატიაწულუკიანი: არ მესმის, გუშინ შექმნილმა პარტიამ, რომელმაც ერთი პროცენტი და რამდენიმე ხმა მიიღო, უარს ამბობს ორ ცალ მანდატზე, რადგან ცოტა ჰგონია, უნდა მიიღოს ხალხის ჯობიდან ფული და ოფისში დაჯდეს და მიიღოს ხელფასი არაფერში