გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიტანეთში ვიზიტისას ქვეყნის სპაცსამსახურებს რუსეთზე ინფორმაცია მიაწოდა – წერსThe Times.
კონტრდაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებსა და ანგელა მერკელს შორის კონფიდენციალური შეხვედრა მიმდინარე წლის ოქტომბერში შედგა – ინფორმაცია ამის შესახებ The Telegraph-მა გაავრცელა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის მთავრობისა და მერკელის შეხვედრაზე მათ საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს, რომელიც ძირითადად ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს ეხებოდა. ამასთანავე, მერკელმა დაზვერვის სამსახურებს რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე, ასევე უკრაინასა და ყირიმში შექმნილ სიტუაციაზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კემერონის თანდასწრებით მიმდინარეობდა.
გაზეთის თქმით, ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი მასალები მერკელისთვის “ძალიან ინფორმაციული” აღმოჩნდა.