ამერიკელები საშობაო განათებაზე ეთიოპიის ელექტროენერგიის წლიურ რეზერვს დახარჯავენ

გლობალური განვითარების ცენტრში გამოითვალეს, რომ აშშ-ში საშობაო განათებაზე დაახლოებით 6,6 მილიარდი კილოვატ-საათის ელექტროენერგია დაიხარჯება.
მათ შეადარეს, რომ სალვადორი ყოველწლიურად 5,35 მილიარდს კილოვატ-საათს ხარჯავს, ეთიოპია – 5,3 მილიარდს, ტანზანია კი – 4,81 მილიარდ კილოვატ საათს. მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ში საშობაოდ მოხმარებული ელექტროენერგია ქვეყნის წლიური მოხმარების მხოლოდ 0,2%-ია. გლობალური განვითარების ცენტრი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს და საერთაშორისო განვითარების საკითხებზე მუშაობს. ის 2001 წელს შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიThe Times-ის ინფორმაციით მერკელმა ბრიტანეთის სპაცსამსახურებს პუტინზე მონაცემები მიაწოდა
შემდეგი სტატია“არ ვაპირებთ დაკავშირებას, ალიანსებში, კოალიციებში შევლას,“ – გიორგი ცაგარეიშვილი