საპარლამენტო უმრავლესობა ხვალინდელი სხდომის გამართვას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა ხვალინდელ სხდომაზე, რომელიც ახალი მთავრობის ფორმირების საკითხთან დაკავშირებით დაიგეგმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას ელოდება.
“როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა შედგება, მასში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. უმრავლესობა მის მოსვლას ელოდება”, – განუცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, ხვალინდელ შეხვედრაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ასევე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ვოლსკიმ ასეთი განმარტება გააკეთა: “ამ თემებზე ბიძინა ივანიშვილთან საკმარისად ვისაუბრეთ და ვფიქრობ, საკმარისია. მომავალშიც, რა თქმა უნდა, გვექნება მუდმივი, ინტენსიური კონტაქტი. ამავე დროს, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურად იქნება ჩართული იმ საკითხებში, რასაც საკადრო თემები, შიდა და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჰქვია”.
გარდა ამისა, ვოლსკის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხი დეტალურად განიხილა ბიძინა ივანიშვილთან.
“მათი საუბრის შინაარსი მე არ ვიცი, მაგრამ არასდროს, არავინ ამ ქვეყანაზე არ დაიჯერებს და არც გაამართლებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე მიეღო. მან ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში ჩააყენა. სტრატეგია, რასაც ეს გადადგომა ითვალისწინებს, სწორედ ის სტრატეგიაა, რისი პირველი მაგალითი ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა და ამ დროისათვის აბსოლუტურად გამართლებურად მიმაჩნია, თუმცა ირაკლის, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, არანაირი ხინჯი არ დაუტოვებია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

წყარო: ipn.ge

banner
წინა სტატიაში,, დაველოდოთ კოალიციის პოლიტსაბჭოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს”
შემდეგი სტატიაThe Times-ის ინფორმაციით მერკელმა ბრიტანეთის სპაცსამსახურებს პუტინზე მონაცემები მიაწოდა