The Sunday Times: სკრიპალებს, შესაძლებელია აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზონ

ყოფილ ორმაგ აგენტსა და უშიშროების პოლკოვნიკს სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილს, რომლებიც ბრიტანეთში მოწამლეს, შესაძლებელია, აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზონ, ასევე, განიხილება ავსტრალია და ახალი ზელანდია, სადაც ისინი ახალი სახელით იცხოვრებენ – 8 აპრილს The Sunday Times-ი წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ზომა მამა-შვილის ახალი შეტევისგან დასაცავად არის მიმართული, ბრიტანეთის სპეცსამსახურები და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თვლის – წერს გამოცემა. სერგეი და იულია სკრიპალები სოლსბერის საავადმყოფოში არიან ისევ, ისინი თავს კარგად გრძნობენ და გამოძიებას ეხმარებიან – “დოიჩე ველე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისავარაუდოდ, ქიმიური შეტევის შედეგად აღმოსავლეთ გუტაში 70 ადამიანი დაიღუპა (video)
შემდეგი სტატიაუნგრეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ