სავარაუდოდ, ქიმიური შეტევის შედეგად აღმოსავლეთ გუტაში 70 ადამიანი დაიღუპა (video)

ექიმები და მაშველები აღმოსავლეთ გუტაში, ქალაქ დუმში 70 ადამიანის დაღუპვის შესახებ ავრცელებენ – 7 აპრილს, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა განხორციელდა ადგილობრივ მოსახლეობაზე -წერს “ბიბისი”. 

საქმელმოქმედო ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხუტი” სარდაფში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც უამრავი ადამიანის ცხედარია. ამ ინფორმაციას სხვა წყაროები ვერ ადასტურებენ. სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებენ.

ამავე დროს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერ ფაქტს, თეთრი სახლის განცხადებით, თუკი 7 აპრილის ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, რუსეთი, რომელიც სირიის ოფიციალურ ხელისუფლებას მხარს უჭრს, პასუხს აგებს მომხდარზე. ამავე დროს, რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს სირიაში ქიმიური იარაღის გამიყენების ფაქტს.

 

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ხანძრის შედეგად ოთხი ჰექტარი ჩაის პლანტაცია დაიწვა
შემდეგი სტატიაThe Sunday Times: სკრიპალებს, შესაძლებელია აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზონ