The Guardian-ი თავის ტექსტებში კიევის ნაცვლად Kyiv-ს დაწერს

ბრიტანული გამოცემა The Guardian თავის სტატიებში უკრაინის დედაქალაქს კიევის ნაცვლად Kyiv-ად მოიხსენიებს – შესაბამისი ცვლილება გამოცემის სტილისტურ ცნობარში შეიტანეს. Twitter-ის მკითხველები გამოცემას ხშირად მოუწოდებდნენ გამოეყენებინათ Kyiv – ზუსტად ასე გამოითქმის უკრაინულ ენაზე ქვეყნის დედაქალაქის სახელი. “ეს აღსრულდა. სტილისტური ცნობარის განახლება: Kyiv Kiev-ის ნაცვლად (გარდა “კიევური კატლეტისა”)” – Twitter-ში გამოცემის ჟურნალისტმა შონ უოკერმა დაწერა. მისი თქმით, ასევე, შესაძლებელია, სტილისტური კუთხით გადაიხედოს Odesa-ც.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძემ ხალხი მარლონ ბრანდოს სურათით დატროლა
შემდეგი სტატიაირანში თვითმკვლელი სამხედროების ავტობუსს დაესხა თავს