თბილისში, ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილი აფეთქდა

აფეთქება თბილისში – ვაზის უბნის პირველ მიკრო რაიონში საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილი აფეთქდა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

სახლში მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძრის გაჩენის შემდეგ, სახლიდან გამოსვლა მოახერხა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლმა რამდენიმე ბინაც დააზიანა.

banner
წინა სტატიაშიმოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის ალტერნატიულ ექსპერტიზას არ ენდობა
შემდეგი სტატია2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა