2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია.

2017 წლის იანვარ-სექტემბერში 4436 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4759-მდე გაიზარდა. მათ შორის, სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 117-დან 133-მდეა გაზრდილი.

ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევებს 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 384 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი – 342. ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია წინა წლებთან შედარებითაც.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილი აფეთქდა
შემდეგი სტატიამარნეულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს