მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის ალტერნატიულ ექსპერტიზას არ ენდობა

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის ალტერნატიულ ექსპერტიზას, რომელიც ალექსანდრე გეჯაძის მიერ არის გაცემული, არ ენდობა.

ალექსანდრე გეჯაძემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ გარდაცვლილ ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ექსპერტის განცხადებით, ჭრილობების ნაწილი შესაძლოა იმ ცივი იარაღით იყოს მიყენებული, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. ნაწილი კი სხვა საგნით იყოს მიყენებული. მოკლულის მამა ამ ინფორმაციას არ იზიარებს:

„ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არ არის მისაღები. რასაც რვა თვე ლაპარაკობდა ადვოკატი, ზუსტად ის ისაუბრა ექსპერტმა. მე ვუთხარი კიდევაც, რომ კარნახის შესრულება კარგად შესძლებია“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს.

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ წარმომადგენლები კრიმინალურ ავტორიტეტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიათბილისში, ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილი აფეთქდა