თბილისში წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მკურნალი ექიმის შეფასებით, დაჭრილების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

“პაციენტს მარცხენა მხრის სახსრის არეში ორი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. იმყოფება ემერჯენსის განყოფილებაში. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მოხდება მისი ბინაზე გაწერა,” – აღნიშნა ექიმმა მზია დევდარაიძემ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაი-უშველებელი ატეხეს
შემდეგი სტატიათუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დავტოვებ