ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაი-უშველებელი ატეხეს

ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაი-უშველებელი ატეხეს, სამუშაო ადგილზე ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური „შატალო“ ეს არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის: პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი – ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში. ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაი-უშველებელი ატეხეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური „შატალო“ ეს არ ყოფილა. მით უმეტეს, არ მივიღებ ასეთ კრიტიკას იმათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი მხრიდან ვიდეოჩართვის გავრცელება არ აღმოჩნდა საკმარისი ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად.

„თუმცა რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში ფეიკნიუსზე – კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი. ჩვენს საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის. სინამდვილეში მთელი ეს ფეიკი ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში ღარიბაშვილს პასუხობენ: არსებობს შეშფოთება და კითხვები
შემდეგი სტატიათბილისში წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტში ორი ახალგაზრდა დაჭრეს