თბილისში ოთხი სხვადასხვა ობიექტის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში, 2003 წელს დაბადებული ა.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიწარსულში ნასამართლევი 2 პირი ქურდობისა და ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს-მ იმერეთში ქურდობის ორი ფაქტი გახსნა