წარსულში ნასამართლევი 2 პირი ქურდობისა და ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1989 წელს დაბადებული ვ. ს. და 1994 წელს დაბადებული ჩ. დ. ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ს. და ჩ.დ. სამტრედიაში დააკავეს.

პოლიციამ ჩ.დ.-ს და ვ.ს.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ქანჩების კრებული, მოპარული გადაჭრილი სანადირო თოფი და სხვა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ბ.შ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებს უკანონოდ დაეუფლა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია
შემდეგი სტატიათბილისში ოთხი სხვადასხვა ობიექტის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს