შსს-მ იმერეთში ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

შსს-მ წარსულში ნასამართლევი ორი პირი, 1989 წელს დაბადებული ვ. ს. და 1994 წელს დაბადებული ჩ. დ. ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ს. და ჩ.დ. სამტრედიაში დააკავეს. პოლიციამ ჩ.დ.-ს და ვ.ს.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ქანჩების კრებული, მოპარული გადაჭრილი სანადირო თოფი და სხვა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

იმერეთში ასევე, ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ბ.შ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებს უკანონოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში ოთხი სხვადასხვა ობიექტის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
შემდეგი სტატია,,თქვენ ცოდნის შემოწმების გაუქმება გიხარიათ და არა მისი მიწოდების ხარისხის აწევა, ხომ?!”-ცოტნე გამსახურდია