თბილისში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე (ფილარმონიამდე) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს კოსტავას ქუჩა (ფილარმონია) – გმირთა მოედანი – მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ვაკე-საბურთალოსკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის მეშვეობით.

კოჯრის გზატკეცილიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩა 11-თან, ნაცვლად ორბელიანის მოედნისა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს
შემდეგი სტატია26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ