“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

კორცხელის ინციდენტის გამოძიებამდე და მონაწილე პირების დასჯამდე “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.როგორც დღევანდელ სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, კორცხელში, საშინელი ცემა-ტყეპის შემდეგ, ერთ-ერთი ქალბატონი კორცხელის საარჩევნო უბანზე მივიდა და თქვა, რომ „ოცნების“ მხარდამჭერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაპირისპირება იხილა, ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა.მისივე განცხადებით, გუშინდელმა მიტინგმა აჩვენა,როგორ აშანტაჟებდა კახი კალაძე შს მინისტრს

„მთავრობამ პირდაპირ აიღო პასუხისმგებლობა მოძალადეებზე და დაადასტურა, რომ მთავრობა იყო დავალების გამცემი. მთვარობა აღარ ცდილობს, რომ დანაშაული შენიღბოს მაინც. პროკურატურა დაკომპლექტებულია ივანიშვილის მონებით და პარლამენტის ერთადერთი ფუნქციაა, მთავრობის დანაშაულებრივი ქმედებების „გაპრავება“. ამ პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას წარმოუდგენლად ვთვლით მანამდე, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. ვაპირებთ, რომ 2016 წელს ის შედეგი დავდოთ, რაც გურიასა და კორცხელში დავდე“, – დასძინა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა პაპუაშვილი: ვერავინ დავდებთ პირობას, შეურაცხყოფის შემთხვევაში, ვინ როგორ მოვიქცეოდით
შემდეგი სტატიათბილისში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს