26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ

iiii

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილი იქნება სპეციალური შინაარსის ინფორმაცია – “საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავის საიუბილეო დღეს”.

ანალოგიური მოწმობები მთელი საქართველოს მასშტაბით 26 მაისს დაბადებული ახალშობილების მშობლებს გადაეცემათ.

banner
წინა სტატიაშითბილისში მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაreuters: სავჩენკო პოროშენკოს თვითმფრინავშია და უკრაინაში მიფრინავს