თბილისში ირანის მოქალაქე სცემეს

შაჰრან ბარაეი კონკურენტი კლუბების დაცვის თანამშრომლებს ადანაშაულებს.

ირანის მოქალაქეს დაზიანებები სახისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შაჰრან ბარაეიოს მეუღლე მარიამ ანთაური ჰყვება, რომ მისი მეუღლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება პირველად არ მომხდარა.

„პოლიცია იყო მოსული, ნახეს, რომ ადამიანი იყო ნაცემი. პირველად რომ სცემეს, მაშინ არ იყო ასე ნაცემი და დააწერა, რომ პრეტენზია არ ჰქონია და წავიდა პოლიცია. მეორეჯერ რომ სცემეს უკვე უნდოდა საჩივრის დაწერა, მაგრამ ადგილზე, რომ გადაიყვანა პოლიციამ, არ ვიცი ზუსტად სად ჰყავდათ გადაყვანილი, იქ არ მისცეს საშუალება, რომ ადამიანს დაეწერა საჩივარი. თვიმხილველები არიან, არის ვიდეომასალა და ყველანაირად ვეცდები, რომ პოლიციას კიდევ მივაწვდინო ხმა,“ – აღნიშნავს მარიამ ანთაური.

მომხდართან დაკავშირებით ღამის კლუბ „თეირანის“ მენეჯერი სურიშ ქამქარიც საუბრობს.

„ეს ყველაფერი სათვალათვალო კამერებმა დააფიქსირეს, არსებობენ თვითმხილველებიც. ვიდეოჩანაწერები სამართალდამცავებმა უკვე ნახეს. მათ ინფრომაცია თავად დაშავებულმაც მიაწოდა, თუმცა პოლიციას მომხდარზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. მეორე კლუბის მეპატრონე აცხადებს, რომ აქვთ დიდი მაფიოზური ქსელი და სხვებს ამ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას არ მისცემს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უშვებენ ამას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები,“- აცხადებს სურიშ ქამქარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ირანის მოქალაქის გარდა დადგენილია ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა. მომხდარზე ცემის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაში“ყალბი პირადობების” საქმე – დაკითხვები დღესაც გაგრძელდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა,დაკავებულია 1 პირი