შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა,დაკავებულია 1 პირი

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის
მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული
საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში
1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული
ჭრილობა აღენიშნებოდა.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კ.ი.
გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში
მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის
თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში
გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული
მოტივით მათ შორის სიტყვიერ ლი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ
ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის
სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით.

banner
წინა სტატიაშითბილისში ირანის მოქალაქე სცემეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი იქნა ტყუილში