“ყალბი პირადობების” საქმე – დაკითხვები დღესაც გაგრძელდება

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.

დღეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთი წარმომადგენელი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ დაიკითხნენ არასამთავრობოების ხელმძღვანელები, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი

banner
წინა სტატიაში“სუს-ი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას” – ადვოკატები
შემდეგი სტატიათბილისში ირანის მოქალაქე სცემეს