თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, არსებული ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავა.

საპოლიციო ღონისძიებები რამდენიმე უბანში ერთდროულად ტარდებოდა. მათ შორის, გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარედ, ალეკო გობრონიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. მეზობლების განცხადებით, დაკავებული პირები მდგმურები იყვენენ და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალი ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ მახარობლიშვილი – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვისაუბრებთ, როგორც უსაფრთხოების თემებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება