ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დღევანდელ სამიტში მონაწილეობის მიღებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს.

შეხვედრის შემდეგ, მხარეები ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი განცხადებები თბილისის დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, არსებული ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს
შემდეგი სტატიადეკემბერში, სავარაუდოდ, “ომიკრონი” აქაც დაფიქსირდება – ივანე ჩხაიძე