თბილისში, 48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობა“ მათ დამკვირვებლებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „თაიმერ“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თავდასხმის ფაქტი 48-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მოხდა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

შსს-ში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ არიან დაზარალებული პირები.

„ნაცმოძრაობის“ განცხადებით, 48-ე საარჩევნო უბანზე მათ დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ერთ-ერთ უბანზე ხმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მისცა
შემდეგი სტატიაკახიშვილი თარგამაძის საქმეზე: ძალიან მოკლე დროში, შსს-მ, სუს-მა და პროკურატურამ მოახერხეს და ურთულესი დანაშაული გახსნეს